მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლებელია „ბორჯომის“ დროებითი ნაციონალიზაცია მოხდეს და სპეცმმართველი დაინიშნოს - ჭყონია

62713e3b77cfa
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.22 19:00
2004
ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ „აი დი ეს ბორჯომის“ გაჩერებული წარმოების საკითხი, შესაძლოა კომპანიის დროებითი ნაციონალიზაციით და მასში მმართველის დანიშვნით გადაწყდეს.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანა არ უნდა დაელოდოს როდის მოეხსნება რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, რომელიც „აი დი ეს ბორჯომის“ საბანკო ანგარიშების გაყინვის მიზეზი გახდა. ამან კი თავის მხრივ კომპანიას წარმოების გაჩერება აიძულა. 

„შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ რუს ოლიგარქს ეს სანქციები მოეხსნას, მაგრამ როდის იქნება ეს, არ ვიცით. ქვეყანა მიხაილ ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნას არ უნდა დაელოდოს. რადგან „ბორჯომი“ საქართველოსთვის ძალიან დიდი ბრენდია, ამიტომ შეიძლება დროებითი ნაციონალიზაცია მოხდეს და დაინიშნოს მმართველი, რომელიც სანქციების გათვალისწინებით სწორ რეგულაციებში მოექცევა და ისე მართავს. ახალს არაფერს ვამბობ, ეს მსოფლიოში მიღებული წესია“, - უთხრა BM.GE-ს თემურ ჭყონიამ.