მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლებელია, დღეს ქვეყანაში ჩავაქროთ შუქი, გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური-პრემიერი

5e71bcb66a3eb
BM.GE
18.03.20 10:09
1348
"საქართველო, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები, ისევე, როგორც მსოფლიო, ამ გამოწვევასაც მოვერევით, მაგრამ მთავარია, რა შედეგით და რა დანაკლისით, მთავარია, როდესაც ჩვენ დავძლევთ ამ გამოწვევას - COVID19-ს, ჯანდაცვის, ჩვენი ადამიანების ჯანმრთელობის გამოწვევას, სად იქნება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, ჩვენი სოციალური ქსოვილი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ღონისძიებების ეფექტურობის მაჩვენებელი იქნება სწორედ ის შედეგი, რომლის ფასადაც ქვეყანა აღნიშნულ გამოწვევას გადალახავს.

„გლობალური კონკურენცია ჯერ არავის გაუუქმებია და ვერავინ გააუქმებს. როგორც კი მსოფლიო ამ გამოწვევას დაძლევს და რა თქმა უნდა, დაძლევს, ახალ გლობალური კონკურენციაში ჩავერთვებით და ის რესურსები, რომელსაც დღეს ვუფრთხილდებით და რასაც მე ბალანსს ვეძახი, არის, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს გამოწვევა ისე, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური მდგრადობა ეკონომიკაშიც, ჩვენს სოციალურ ქსოვილშიც, პოლიტიკურ კულტურაშიც და კიდევ ბევრ რამეში. ეს არის ყველაზე დიდი ეფექტურობა.

შესაძლებელია, დღეს ქვეყანაში ჩავაქროთ შუქი, გამოვაცხადოთ სრული საგანგებო მდგომარეობა, სრული კარანტინი, თითოეული მოქალაქე ვაიძულოთ, დარჩეს სახლში, გაქრეს ყველა სამუშაო ადგილი, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური. როდესაც ამ გამოწვევას დავძლევთ, ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებელი საბოლოო ჯამში იქნება, რა ძალისხმევით, რის ფასად, რა დანაკარგებით გადავლახეთ ეს. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მოვერევით, ჯერჯერობით ბევრ სხვაზე უკეთ გამოგვდის. ამ წარმატების გასაღები არ არის მხოლოდ მთავრობა, მხოლოდ ხელისუფლება, ამ წარმატების გასაღები მთლიანად საზოგადოებაა“, - აღნიშნავს პრემიერი.