მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლებელია თუ არა საგანგებო მდგომარეობა დაგეგმილზე ადრე გაუქმდეს? - განმარტება

5e7653a6cb434
BM.GE
21.03.20 21:44
1528
შეიძლება საგანგებო მდგომარეობა ამ ვითარების აღმოფხვრისთანავე გაუქმდეს, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ემზარ კვიციანს აინტერესებდა, აღდგომის თარიღის გათვალისწინებით, შეიძლებოდა თუ არა, საგანგებო მდგომარეობა, 20 დღის და არა 1 თვის ვადით ყოფილიყო განსაზღვრული.

„შესაბამისად, თუ ვითარება აღმოიფხვრება 10 დღეში, 10 დღეში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. ხოლო, თუ 10 დღეში არ იყო და 1 თვე იქნება საჭირო, მაშინ , ბუნებრივია 1 თვე გაგრძელდება“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა დამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.