მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლებელია თუ არა საქართველოში ყავის მოყვანა - "მეამას" ექსპერიმენტი

5e4aa143b1f48
ლევან თაღიაშვილი
17.02.20 23:00
3026

„გვაქვს საპილოტე პროექტი და გვაინტერესებს რამდენად შესაძლებელი იქნება საქართველოში ყავის მოყვანა“, - ამის შესახებ „მეამას“ კომერციულმა დირექტორმა, ლევან კასრაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა მაქსიმალურად მიახლოებული ადგილის პოვნა, რათა შედეგები ნაყოფიერი იყოს.

"გვყავს მოწვეული სპეციალისტები, ვინც შეისწავლიან ნიადაგს და ჰავას. მაქსიმალურად მიახლოებულ ადგილს ვეძებთ და შეიძლება ამისთვის სასათბურე მეურნეობაც დაგვჭირდეს.“ - ამბობს კასრაძე.

შეგახსენებთ, „მეამას“ 30 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული ქარხანა 100 მლნ ლარის ინვესტიციით განხორციელდა და კომპანიის თქმით, მისი წარმოების 80% ექსპორტზე იქნება გათვლილი.