მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, 2020 წელი ბანკებმა ზარალით დაასრულონ - კობა გვენეტაძე

5ece332995e09
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.20 13:39
951
“შესაძლებელია, რომ ბანკებმა 2020 წელი ზარალით დაასრულონ,”- დღეს გამართულ ონლაინ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, COVID-19-ის კრიზისს, ქართული საბანკო სისტემა მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლით და კაპიტალის ადეკვატური დონით შეხვდა, თუმცა კარგი სასტარტო პოზიციის მიუხედავად, სექტორში შესაძლებელია, რომ ჯამურად ზარალი ბევრად მეტი იყოს, ვიდრე მოგების მაჩვენებელი.

"სტაბილური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის შემდგომ ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ," - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

კობა გვენეტაძის თქმით, 2020 წელს ქართულ საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების წილის ზრდა არის პროგნოზირებული. ამასთან, წლიურად სესხების ზრდის ტემპი 0-დან 5%-მდე არის პროგნოზირებული. 

საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ ოთხ თვეში ჯამურად 667 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.

ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვება გახდა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.