მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, აშშ-მა TikTok-ი აკრძალოს

5f043db65f302
ნათია თაქთაქიშვილი
07.07.20 13:56
1385
აშშ-ის მთავრობა ჩინური სოციალური მედიის პროგრამების, მათ შორის პოპულარული აპლიკაციის - TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხლავს. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

პომპეოს განმარტებით, აშშ-ს აღნიშნული თემისადმი სერიოზული დამოკიდებულება აქვს. მისივე თქმით, ეს პროგრამები მომხმარებლებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადმოწეროს, თუ სურთ, რომ საკუთარი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდეს ხელში.

პომპეო აცხადებს, რომ პეკინის მთავრობა TikTok-ს ხალხის სათვალთვალოდ და პროპაგანდის იარაღად იყენებს.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ინდოეთმა TikTok-ი და ათობით სხვა ჩინური აპლიკაცია აკრძალა.