მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ბავშვთა გასართობი ცენტრები მარტის ბოლოს გაიხსნას

604f36cc2e24e
ინგა მურუსიძე
15.03.21 14:39
691
ბავშვთა გასართობი ცენტრები, შესაძლოა, მარტის ბოლოსთვის გაიხსნას. როგორც ჟურნალისტებს გასართობი ცენტრების ასოციაცის დამფუძნებელმა გიორგი მთივლიშვილმა განუცხადა, აღნიშნული დაპირება სექტორმა  შრომის ინსპექტირების სამსახურის უფროსისა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო.

საქმე იმაშია, რომ დღეს დილით "ბავშვთა გასართობის ცენტრების ასოციაციამ" ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. 

„შეხვედრა საკმაოდ კარგი იყო და უკეთესი იქნებოდა, აქამდეც გამართულიყო. გაცილებით წყნარად ვიქნებოდით და გარეთაც არ მოგვიწევდა გამოსვლა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება იმ რეგულაციების შემუშავებაში, რომელთა მიხედვითაც ჩვენი ობიექტები გაიხსნებიან. მივიღეთ პირობა, რომ დღეიდან ორი კვირის ვადაში შეიმუშავებენ გეგმას თუ როგორ შეიძლება გაიხნას ჩვენი ობიექტები და თან დააკვირდებიან ეპიდვითარებას. გასართობ ცენტრებს, საშუალოდ, ორი კვირის თავზე გახსნიან", - განაცხადა მან.