მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ბაზარზე უხარისხო ფეიკ ტესტები გაჩნდეს - პაატა იმნაძე

5e748b820ddec
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.20 13:34
756
შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკ ტესტები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი მიესალმებიან სხვადასხვა სუბიექტებისგან ტესტების შემოტანის ინიციატივას, მაგრამ უმთავრესია, რომ ეს ტესტები იყოს ვალიდური გამოცდილ და დამტკიცებული ტესტებისა.

"ჩვენ მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც კერძო სექტორში შემოიტანს ტესტებს, რომელიც ვალიდური იქნება, პირველ რიგში. სამწუხაროდ, პირადად გავეცანი უკვე მსოფლიოს სხვადასხვა 15-16 მწარმოებლის ტესტებს, რომელთა უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს, რასაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს.

მოლაპარაკებები მიდის სამთავრობო დონეზე, რაც გარანტიას იძლევა იმისა, რომ ქვეყანა როდესაც გაძლევს რაღაც ტესტს, ამას სხვა გარანტია აქვს და როდესაც შენ ბაზარზე მოიპოვებ ტესტს, ამას აქვს სულ სხვა ... შესწავლა სჭირდება ძალიან მაღალი რანგის, იმიტომ რომ მსოფლიოში ე.წ. ფეიკ ტესტების წარმოების გამოცდილება უკვე დიდია, განსაკუთრებით, აღმოსავლეთის ქვეყნები გამოირჩევიან ხოლმე ამ მიმართულებით და შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკ ტესტები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.