მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ჩინეთიდან პირდაპირი რეისების შეზღუდვის საჭიროება დადგეს - განცხადება

5e2dc12bdc12e
თელარა გელანტია
26.01.20 20:37
1449
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირების რისკებიდან გამომდინარე მოგზაურობის შეზღუდვაზე კომენტარს აკეთებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ვირუსის გადაცემის შემთხვევები ჩინეთში გაიზარდა და 2000-სს მიაღწია.

„რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მკაცრ რეაგირების მექანიზმებს იყენებს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტად მკაცრი იქნება ჩინეთი, მით უფრო დაცულია სხვა ყველა ქვეყანა.

ჩვენ რაც შეგვეხება, პირველი რეკომენდაცია, რასაც ხვალ განვიხილავთ იქნება მოგზაურობის შეზღუდვა, ამის შესახებ რეკომენდაციები უკვე გავრცელდა და ჩვენ ვურჩიეთ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც რისკი მაღალია.

ზოგადად შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი. ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თუმცა ქვეყანას თავადაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროებას დაინახავს. ხვალ დაიწყება რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად მკაცრად უნდა მივუდგეთ მგზავრობის შეზღუდვის თემას და ძალიან მალე, მომავალი კვირის დასაწყისში უფრო მკაფიო გახდება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა შემოსული მგზავრის შემოწმება თერმული სკრინინგით სავალდებულო არ არის, მოწმდება ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები, ტრანზიტული თუ პირდაპირი რეისებით. ასევე ყველა მგზავრისთვის არის ინფორმაცია როგორ უნდა მოიქცენ იმ შემთხვევაში თუ მათ აღმოაჩნდებათ ვირუსის სიმპტომები“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.