მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ფრენების სუბსიდირება მოგვიწიოს - კაკაურიძე

6392fbf5b586e
მარიამ ვარადაშვილი
09.12.22 14:36
2557
მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას გააჟღერა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის ბიუჯეტიდან ღონისძიებების დასაფინანსებლად ₾70 მლნ გამოიყოფა. ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს განიხილავენ დღეს პარლამენტში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პროექტი გააკრიტიკა და დაინტერესდა, თუ რატომ არის კონცერტების ჩატარება მაგალითად შშმ პირების დახმარებაზე მნიშვნელოვანი.

"ამას წინათ როცა ბიუჯეტში ცვლილებები იყო, მაშინ ერთ-ერთი კარგი ცვლილება შეეხებოდა იმას, რომ შშმ პირებს მოემატათ დახმარება 65 და 35 ლარის ოდენობით. მაშინვე ითქვა, რომ ეს ცხადია საკმარისი არ არის, თუმცა ბიუჯეტი მეტის საშუალებას არ გვაძლევსო. კარგია, რომ ბიუჯეტმა საშუალება მოგვცა სხვათა დაფინანსებაში ცვლილებები შესულიყო, მაგრამ რატომ გახდა უპირატესი უცხოელი მომღერლების ჩამოყვანა და კონცერტების ჩატარებისთვის 70 მლნ ლარის გამოყოფა? არაფერი დაემატა თუნდაც შშმ პირების დახმარებას", - მიმართა ჩხეიძემ კაკაურიძეს.

კითხვაზე საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნატო ჩხეიძეს ტურისტების მოზიდვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მხრივ, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

“ტურიზმში დახარჯული თანხა ყველაზე ინკლუზიურია. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია იმ დინამიკას დავეწიოთ, რა დინამიკაც პანდემიის გარეშე გვექნებოდა. თუ გარკვეული ინექციები არ გავაკეთეთ ამ მიმართულებით, დამიჯერეთ თავისით ტურისტი [არ ჩამოვა]. შესაძლოა მოგვიწიოს ფრენების მიმართულებით სუბსიდირება იმისთვის, რომ ბევრი ქვეყნიდან პირდაპირი ფრენა იყოს საქართველოს მიმართულებით. ასეთი მიმართულებები თუ არ განვავითარეთ მხოლოდ კარგი ბუნების გამო ის რაოდენობა ჩამოდის, რაც გვყვავს. ამის იქით ვეღარ მივიდავრთ. ამიტომ, ეკონომიკის ხელშესაწყობად ძალიან მნიშვნელოვანია ის ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები [ბიუჯეტში] რამით დაბალნდეს”,-ამბობს გიორგი კაკაურიძე.