მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ოფიციალურზე 2-2.5-ჯერ მეტი იყოს - გამყრელიძე

5fb6ddcb1c016
თელარა გელანტია
20.11.20 01:03
3478
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ოფიციალურზე 2-2.5-ჯერ მეტი იყოს.

„რა არის ინფიცირების ის მაჩვენებელი/რიცხვი, რაც თქვენ ყველაზე მეტად გაშინებთ?“ - tv “პირველის“ გადაცემა „პირველ ხაზში“ წამყვანის ამ კითხვას NCDC-ის ხელმძღვანელმა პირდაპირ არ უპასუხა და თქვა, რომ მართალია, 19 ნოემბერს covid-19-ით ინფიცირების 3 697 შემთხვევა გამოვლინდა, მაგრამ შესაძლოა, რეალური რიცხვი დადასტურულ შემთხვევებს 2-2.5-ჯერ აღემატებოდეს.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ისინი თანამშრომლობენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვების და შეფასების ინსტიტუტთან და საქართველოს შესახებ მონაცემები ყოველკვირეულ რეჟიმში ანალიზდება და გარკვეული პროგნოზები კეთდება.

მისივე განმარტებით, ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვა პროგნოზები და გათვლები კეთდება და აღნიშნული ინფორმაცია ღიაა.

„თუ ჩვენ დღეს გვაქვს ინფიცირების 3 697 შემთხვევა, უნდა ვიანგარიშოთ, რომ შესაძლებელია, ქვეყანაში გაცილებით მეტი ახალი ინფიცირებული იყოს ანუ 2-2,5-ჯერ მეტი, მაგრამ ესენი არიან ძირითადად მსუბუქი ან უსიმპტომო ადამიანები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აქეთკენ მივდივართ, რომ მარტო შეზღუდვები და „ლოქდუაუნი“ არაა ბრძოლის იარაღი, მეორე იარაღია - ტესტირებების გაფართოება, - აღნიშნა ამირან გამრელიძემ.