მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, მოლები 25 მაისიდან გაიხსნას

5ec5226439a8d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.20 16:45
9718
დიდი შანსია, რომ ორშაბათიდან, 25 მაისიდან გავიხსნათ, - ამის შესახებ BM.GE-ს „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორიცაა "ზარა", "მარქ&სპენსერი", "ბერშკა", "მასიმო დუტი", "ფულ&ბეარი", "სტრადივარიუსი" და ა.შ.

მისი თქმით, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა, თუმცა კომუნიკაცია აქვთ სავაჭრო მოლებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან პირდაპირ კომუნიკაციაზე არიან, შესაბამისად, ისინი ვარაუდობენ, რომ მთავრობის მიერ ეკონომიკის გახსნის დაჩქარების გათვალისწინებით, მოლები ორშაბათს გაიხსნება და შესაძლოა, ეს ხვალ დაანონსდეს. (ცნობისთვის: ხვალ, სავარაუდოდ, მთავრობის სხდომა გაიმართება).

„გახსნასთან დაკავშირებით სიახლეებს ხვალ ველოდებით, დღეს არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ოფიციალურად არფერი გაჟღერებულა და ველოდებით, რომ მოლები შეგვატყობინებენ გახსნის თარიღს, ისინი არიან პირდაპირ კონტაქტზე სახელმწიფოსთან. ისინი ელოდებიან, რომ ორშაბათს გაგვხსნიან. თუ ეს ეჭვები მართალია, რომ ორშაბათს უნდა გავიხსნათ, ლოგიკურია, რომ მოგვცენ რამდენიმე დღე მომზადებისთვის. ჩვენ კი, სრულად ვაკმაყოფილებთ მათ მიერ წარმოდგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, მაგრამ ბუნებრივია, რომ რამდენიმე დღით ადრე დაანონსონ გახსნა. ყველაზე დიდი შანსია, რომ ორშაბათიდან, 25 მაისიდან ველოდოთ გახსნას", - განაცხადა რეზო მაღალაშვილმა და დასძინა, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვები მოიხსნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეიჯარეებთან პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

როდის და რა პირობით გაიხსნება სავაჭრო მოლები?