მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშეც გახდეს შესაძლებელი

60fe98300aee3
ინგა მურუსიძე
26.07.21 15:10
704
"მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია, სავარაუდოდ, რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

"გეგმა გვაქვს და ვფიქრობთ, როცა რეგისტრაციის პირველი ნაკადი დასრულდება ანუ მომდენო კვირიდან გაიხსნას ადგილზე მისვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც აქტივობა შედარებით დაბალია და კლინიკებს შეუძლიათ, მიიღონ რეგისტრაციის გარეშე მისული მოქალაქეები; ასე რომ, ეს მექანიზმიც გააქტიურდება. დოზები ნამდვილად საკმარისია იმისთვის, რომ მიწოდების პრობლემა არ შეიქმნას და ასევე, ველოდებით დამატებით დოზებს მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებითვე, ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოტით "ფაიზერის" ვაქცინა დაემატება რეგისტრაციას, თუმცა მოქალაქეებმა პორტალი უნდა აკონტროლონ, რათა ვაქცინაციაზე დარეგისტრირდნენ.

"მაგალითად, დღეისთვის 10 ათასი დოზა ვაქცინის გამოტანა იყო დაგეგმილი, შეიძლება უკვე გამოვიდა კიდეც, ზუსტად ვერ გეტყვით" - თქვა თამარ გაბუნიამ.