"შესაძლოა მთავრობამ ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე გააუქმოს," - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.
მისი ვარაუდით, ადგილობრივი ხორბლის რეალიზების პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობის ერთ-ერთი ვარიანტი, შესაძლოა ეს იყოს.
„მთავრობა მუშაობს რამდენიმე ვარიანტზე, ამის კონტურებს ჩვენ ბოლომდე არ ვიცნობთ, ეს მიმართულია ფერმერებისკენ და სავარაუდოდ ეს ფერმერებისთვის ექსპორტი გახსნაა, რადგან შარშან ხორბლის და ქერის ექსპორტი აიკრძალა. უსაფრთხოების მხრივ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ პროდუქტის გარეშე არ დავრჩენილიყავით და წელს სავარაუდოდ საუბარი მიდის რომ ეს ხორბალი ექსპორტზე გავიდეს. ეს შეზღუდვა ძალაშია 2023 წლის 4 ივლისამდე და შესაძლოა ეს მთავრობამ ვადაზე ადრე გააუქმოს.
მიუხედავად ამისა, ეს მოკლევადიანი სახანძრო თემაა, ეს მაინც გრძელვადიანად უნდა დარეგულირდეს. ერთი მხრივ ფქვილი შემოიტანოს და მერე მხრივ შენი ხორბალი გაყიდო ცოტა ნონსენსი ხდება.საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგიის დანახვა“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ხორბლისა და ქერის ექსპორტი 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე აკრძალა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები დარგში არსებულ პრობლემაზე უკვე მე-2 წელია საუბრობენ. პრობლემა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადი შემოიღო, რითაც ხორბლის ფასი გაზარდა, პარალელურად კი, საიმპორტო ქვეყნებს ფქვილი შესთავაზა. აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე ადგილობრივი წისქვილ კომბინატების მუშაობა არაკონკურენტული გახდა და გაჩერდნენ.
BM.GE-თან მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში თქვეს, რომ გაჩერებული წისქვილ კომბინატები ადგილობრივ ნედლეულს ვერ იბარებენ, რაც ფერმერების საქმიანობასაც აფერხებს. წელს რეალიზაციის პრობლემა 30-40 ათას ტონა ხორბალს შეექმნა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი