მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ორგანიზებულ კიბერ-თაღლითობას ჰქონდეს ადგილი - საბანკო ასოციაცია მომხმარებელს აფრთხილებს

617818588cfd7
ინგა მურუსიძე
26.10.21 19:35
799
საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებელს მიმართავს და შესაძლო კიბერ-დანაშაულის შესახებ აფრთხილებს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლის ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები.

ზარები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან ფიქსირდება და კიბერ-თაღლითები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ. ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ სთხოვენ ინფორმაციის მიწოდებას.

გვსურს, გაგაფრთხილოთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს. შესაძლოა, ორგანიზებულ კიბერ-თაღლითობას ჰქონდეს ადგილი, რის შესახებაც საბანკო ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს", - ნათქვამია განცხადებაში.