მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შესაძლოა, პოლიტიკაში დავბრუნდე“ - შოთა შალელაშვილი

63d2ca83e2f8e
ლიკა მეგუთნიშვილი
26.01.23 23:37
1082

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, შოთა შალელაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი მმართველ პარტიასთან შექმნილი უთანხმოების გამო დატოვა, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

როგორც მან „ForbesTalks”-ში სტუმრობისას განაცხადა, დეპუტატის მანდატის დატოვებით მან მხოლოდ პარლამენტი დატოვა და იმ შემთხვევაში, თუ ირგვლივ თანამოაზრეთა გუნდის ჩამოყალიბებას შეძლებს, აქტიურ პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდება.

„მე რომ პარლამენტიდან წავედი, არ განმიცხადებია, რომ პოლიტიკად წავედი. მხოლოდ მანდატი დავტოვე, ეს ქართული ოცნების საკუთრება იყო და მათ დავუბრუნე. ყოველთვის დავდგები იქ, სადაც ჩემი ადგილი იქნება. თუ დავინახავ, რომ ჩემი ადგილი არის ქართულ პოლიტიკაში - ვიქნები. არასოდეს მითქვამს რომ პოლიტიკაში აღარ ვიქნები და არც არასოდეს მითქვამს, რომ დავბრუნდები. თუ თანაგუნდელები შევიკრიბებით და გამოგვიჩნდება რაღაც საერთო იდეები და მიზნები ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ამასთანავე, დავინახავ გუნდს, რომელიც არის გულწრფელი - ამ შემთხვევაში შესაძლოა, დავბრუნდე“, - აცხადებს შალელაშვილი.

ცნობისთვის, შოთა შალელაშვილი პარლამენტის წევრის თანამდებობას ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” 2016-2019 წლებში იკავებდა. პარლამენტარის მანდატი კი, პირადი განცხადების საფუძველზე, ოფიციალურად 2019 წლის 1 ოქტომბერს დატოვა. შალელაშვილი სხვადასხვა დროს საფინანსო, საბანკო, თუ დეველოპერულ ბიზნესში ასევე, საბითუმო ვაჭრობასა და კვების მრეწველობაში საქმიანობდა. თუმცა, BMG-სა და "ფორბსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიზნესი მისი ინტერესის სფეროს აღარ წარმოადგენს.