მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, რეგიონებში covid-ზე ტესტები შაბათ-კვირასაც ჩატარდეს

5fc9f7311acfc
ვიქტორია მღებრიშვილი
04.12.20 13:00
524
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ტესტირება მაქსიმალურად იყოს მოცული, განიხილება რეგიონებში შაბათ-კვირას ტესტირების ჩატარების საკითხი. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისთვის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებს მიმართა.

„საკოორდინაციო საბჭოზე დღეს განხილული იყო ყველა რეგიონში შაბათ-კვირას ტესტირებების წარმოების შესაძლებელი საკითხი. ამბულატორიული დაწესებულებების თანამშრომლებს შაბათ -კვირას მორიგეობისკენ მოვუწოდებთ, რათა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ტესტირება. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები ამ მოწოდებას გამოეხმაურებიან და მათი ხელმძღვანელები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ 2 თვის განმავლობაში, ტესტირებები შაბათ-კვირასაც აწარმოონ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.