მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის მიკროგრანტების პროგრამა შეიქმნას

5ee8ca94a8a19
ინგა მურუსიძე
16.06.20 18:10
990
საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის, სავარაუდოდ, მიკროგრანტების პროგრამა შეიქმნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა. 

"რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩვენ კრიზისის პერიოდში ვართ. დღეს რაიმე ინიციატივები, რომელიც მათ ხელს შეუწყობს, არ გვაქვს, თუმცა როცა საბოლოოდ შევხედავთ რამდენი ადამიანი დაბრუნდა და რამდენი დარჩა, ალბათ მომავალ წელს იქნება ეს საკითხი ბიუჯეტში გათვალისწინებული, რომ მათთვის შემოსავლის წყაროები გაჩნდეს. ალბათ იქნება მიკროგრანტების პროგრამა, დიდ გრანტებზე ვერ წავალთ, მაგრამ თვითდასაქმების საშუალებას მისცემს ადამიანებს და ეს მომდევნო წლის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დაბრუნებულთა შორის ბევრია სტუდენტი და ის ადამიანები, ვინც ახალი წასული იყო.

გიორგი კაკაურიძის თქმითვე, დიდი ხნის წინ, საცხოვრებლად წასული მოქალაქეების დაბრუნების ტენდენცია ქვეყანაში არ შეინიშნება.

ცნობისთვის: გიორგი კაკაურიძე ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებს“ აცნობს.