მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შესაძლოა, სარფიანად გაიყიდოს“ - ნათია თურნავა „თელასის“ პრივატიზაციაზე

5f57907a89737
ინგა მურუსიძე
08.09.20 18:37
872
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ეკონომიკური აქტივობები ცოცხლდება. სწორედ ამიტომ, მინისტრი ამბობს, რომ პრივატიზაციის მიმართ ინტერესი არსებობს, რის გამოც მას „თელასის“ აქციების აუქციონზე გატანა გამართლებულად მიაჩნია.

„ეკონომიკურ აქტივობაზე დაკვირვებით შეიძლება ვთქვათ, რომ აქტივობა ნელ-ნელა ცოცხლდება. არ არის ისეთი ვითარება, რომ ფასები იყოს დაცემული. უძრავ ქონებაზე ფასები კვლავაც სტაბილურია, ზოგადად ეკონომიკაში გამოცოცხლებაა. ინტერესი არის პრივატიზაციის მიმართ. 2019 წელთან შედარებით ზრდა საკმაოდ დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორები მონაწილეობენ პრივატიზაციაში. რაც შეეხება უშუალოდ „თელასს“, აქ რაიმე რისკებს ვერ ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საკმაოდ სარფიანად გაიყიდოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საპარტნიორო ფონდი "თელასში" არსებული 24.53%-იანი წილის გასაყიდად აუქციონს ხვალ გამართავს.