მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნის ტემპი ნაჩქარევი იყო, თუმცა ეკონომიკას სჭირდება ამოსუნთქვა - გამყრელიძე

60f6dee242196
ინგა მურუსიძე
20.07.21 19:00
575
"შესაძლოა, covid-შეზღუდვების მოხსნის ტემპი ოდნავ ნაჩქარევი იყო, თუმცა ეკონომიკას სჭირდება ამოსუნთქვა", - ამის შესახებ ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ BM.GE-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„შეზღუდვების მოხსნას რაც შეეხება, ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და ეკონომიკას სჭირდება ამოსუნთქვა. ასე დიდხანს ვერ გავძლებდით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდვების მოხსნის ტემპი, შესაძლოა, ოდნავ ნაჩქარევი იყო. შეიძლება შეზღუდვები საერთოდ არ გქონდეს, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ წესების დაცვით. ელემენტარულია, რომ პირბადე გვეკეთოს“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

"საქმის კურსის" ეთერში მან 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიც შეაფასა და თქვა, რომ "თუ გვინდა, სახელმწიფო გვქონდეს, როცა საქმე ძალადობას ეხება, არანაირი კომპრომისი არ უნდა არსებობდეს".

„გისამძიმრებთ კოლეგის, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას; როგორც მოქალაქე ვგმობ ძალადობას, რომელიც ორი კვირის წინ ხდებოდა რუსთაველზე", - აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.