მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე თბილისშიც გახდეს ხელმისაწვდომი

60950f9c70f78
ინგა მურუსიძე
07.05.21 14:47
1952
რეგიონების მსგავსად, შესაძლოა, ვაქცინაცია დაჯავშნის და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე თბილისშიც გახდეს ხელმისაწვდომი. ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა. 

"რეგიონებში დავუშვით ცოცხალი რიგების არსებობა. ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ, ჩადგნენ ცოცხალ რიგში და აიცრან. ასევე ვფიქრობთ, რომ თბილისშიც იყოს რამდენიმე დაწესებულება, სადაც წინასწარი ჩაწერის გარდა, ადამიანებს ექნებათ საშუალება, მიბრძანდნენ და ცოცხალი რიგის საშუალებით აიცრან", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს და იგეგმება აქტივობები, რაც მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას გაუადვილებს. 

"გვინდა, ასევე დავეხმაროთ ხანდაზმულებს, მოქალაქეებს, ვისაც კომპიუტერთან მუშაობის საშუალება არ აქვთ, რომ ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდნენ. ასევე სამინისტრომ უკვე გააჟღერა, რომ შეიქმნება იმუნიზაციის ოფიცერთა კორპუსი, სადაც სამედიცინო კურსის მაღალი კურსის სტუდენტები მოსახლეობას დაეხმარებიან. ამ ტიპის აქტივობები მიმდინარეობს", - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.