31.იანვარი .2020 13:09

შესაძლოა, წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ აუქციონზე მცირე ლოტებად გამოიტანონ

views 467
უკან

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ წყენთის „სამთავრობო აგარაკების“ გაყიდვის ის ფორმა, რომელიც ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერილი და მათთვის საინტერესო იქნება“, - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „წყნეთის აგარაკების“ ელექტრონული აუქციონის უშედეგოდ დასრულებას შეეხებოდა.

„ჩვენ ველოდებოდით შემოთავაზებებს, თუმცა ახლა ვიფიქრებთ, გარკვეულ განახლებულ მიდგომაზე. როგორც ჩანს, ამ ფორმით ნაკლებად საინტერესოა ბიზნესისთვის, თუმცა ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ეს ობიექტი მყისიერად იქნებოდა გაყიდული, რადგან მის შესახებ ბევრი გვეკითხებოდა. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ფასი არის ადეკვატური, მაგრამ თვითონ ამ ლოტის ფორმა და ზომა შესაძლოა, იყოს გადახედილი. ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე მოგახსენებთ. თვითონ პროცესი არის ძალიან ტრანსფარენტული. ყველაფერს რასაც ვამზადებთ, არის გამჭვირვალე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ წყენთის „სამთავრობო აგარაკების“ გაყიდვის ის ფორმა, რომელიც ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერილი და მათთვის საინტერესო იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ: თბილისში ე.წ. "წყნეთის სამთავრობო აგარაკები" ვერ გაიყიდა.

ელექტრონული აუქციონი 22 იანავარს 17:00 საათზე დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

89,988 კვადრატული მეტრის ფართობის 13 ნაკვეთის საერთო საწყისი ფასი 55,710,287 ლა რს შეადგენდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ტერიტორიის შემძენს ადგილზე ტურისტული კომპლექსი უნდა მოეწყო, რაშიც მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა