ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო ბელარუსთან წელიწადში 1-დან 3.5 მილიონ ტონამდე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას ყაზახური მედია ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კანატ ბოზუმბაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.
"წელიწადში 1-დან 3,5 მილიონ ტონამდე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბელარუსიისთვის მიწოდებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - დასძინა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსულენოვანი მედია აქტიურად წერდა, რომ მინსკი რუსული ნავთობის შემცვლელს ეძებდა. თავის მხრივ, როგორც ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის პრეზიდენტმა ყაზახეთის სახელმწიფო არხთან საუბრისას განაცხადა, რუსეთი ხელს არ შეუშლის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს ნავთობპროდუქტების მიწოდების შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაში.
"ვფიქრობ, თუ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია ჩვენი ეკონომიკური კავშირის განვითარებით, ის ხელს არ შეუშლის სხვა წევრი ქვეყნების ურთიერთობების გაუმჯობესებას. თუ ჩვენ დავიწყებთ საერთო პროექტების ბლოკირებას, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, ქვეყნები როგორიცაა ბელარუსი და ყაზახეთი, წარმატებას სხვაგან მოძებნიან", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ყახაზეთი და ბელარუსი ფასსა და სხვა მნიშნველოვან საკითხებზე შეთანხმებას მოახერხებენ, ისინი ერთობლივ ხელშეკრულებას გააფორმებენ.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას