მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, "ყვითელ მიკროავტობუსებში" მგზავრების ფეხზე დგომა აიკრძალოს

5ece328853298
ანუკა ჯოხაძე
27.05.20 13:26
2198
"საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობა გაკონტროლდება“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხმალაძე ამბობს, იგივე რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქში, რაც იყო პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვამდე, თუმცა მგზავრებზე რაოდენობრივი კონტროლი დაწესდება.

ამასთან, ხმალაძის განმარტებით, შესაძლოა, შეიზღუდოს მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომი მგზავრების ყოფნაც.

“გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგალითად, მძღოლის ბარიერი იქნება, რომ მძღოლი იყოს დაცული. პირბადეების ტარება იქნება სავალდებულო და ამის კონტროლს უზრუნველყოფენ მუნიციპალური სამსახურები, ასევე, საპატრულო დანაყოფები მოგვეხმარებიან განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც შიგნით ტრანსპორტში, ასევე, მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება. ჯერჯერობით, ახალი გადაწყვეტილებაა, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს გადავსება საზოგადოებრივი ტრანსპორტის. მაგალითად, მიკროავტობუსების შემთხვევაში ფეხზე მდგომიარე მგზავრები არ დავუშვათ, იმიტომ რომ შეიძლება მძიმე სურათი მივიღოთ. რაოდენობრივად მიწოდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის და რეჟიმები იქნება იგივე, თუმცა შეიძლება მგზავრების რაოდენობრივი კონტროლი მოგვიწიოს”, - ამბობს თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე.