მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში 592 კომპანია მოხვდა

5ebbe32d72ca3
ელენე გოგბერაშვილი
14.05.20 09:00
1814

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო  არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის, ე.წ. „შავი სიის“ წარმოებას ახორციელებს.

სააგენტოს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს „შავ სიაში“ მიმწოდებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სააგენტოში წარდგენილი იქნა 807 მომართვა (2018 წელს - 607 მომართვა). აქედან 592 შემთხვევაში მიმწოდებლები სააგენტოს მიერ „შავ სიაში“  დარეგისტრირდნენ (2018 წელს - 403), ხოლო 138 მიმწოდებელს მიეცა გაფრთხილება (2018 წელს - 143).

 

სააგენტო სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებლის რეესტრს ე.წ. “თეთრ სიასაც“ აწარმოებს. გასულ წელს ამ სიაში 192 კომპანია მოხვდა (2018 წელს 127 გადაწყვეტილება იყო მიღებული).