სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ამბობს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიებისთვის პირობების გამარტივება ან სხვა შეღავათები არ იგეგმება.
საქმე ის არის, რომ უკვე არაერთი წელია ქართული ბიზნესის ნაწილი, უცხოურ კომპანიებთან შედარებით, ტენდერებში გარკვეული შეღავათებით სარგებლობას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრმა ლევან სილაგავამ შესყიდვების სააგენტოს მენეჯმენტთან შეხვედრაზე დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა.
„ევროპასთან ჩვენი დაახლოების ერთ-ერთ კრიტერიუმად შეგვიძლია ამ საკითხის შეჩერებაც ვთქვათ. რაც მეტად ვუახლოვდებით ევროინტეგრაციას, ეს საკითხი მეტად აქტუალურია. ვინაიდან მათი კანონმდებლობა პრეფერენციებს არ იცნობს; ქართულ სინამდვილეშიც პრეფერენციების გათვალისწინება ვერ მოხდება. ყველას მოუწევს, ტენდერებში მონაწილეობა კონკურენტუნარიან გარემოში მიიღოს, თუმცა სახელმწიფოს სხვა შესაძლებლობები აქვს, მაგალითად, სუბსიდირებები კეთდება, უამრავი პროგრამაა ბიზნესის მხარდაჭერის და ამით შესაძლებლობა იქმნება, რომ ქართულ ბიზნესს დაეხმაროს“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
კითხვაზე, რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი ევრორეგულაციების დაკმაყოფილებისთვის, ლევან რაზმაძე პასუხობს, რომ "ვინც მზად იქნება, მისთვის გზა ხსნილია".
„რაიმე განსხვავებული ევროკავშირის რეგულაციებისგან ქართული ბიზნესისთვის არ იქნება. მათ მოუწევთ კონკურენტუნარიან გარემოში ყოფნა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ვართ მზად, ყველა მზად ვერ იქნება; ბიზნესი განსხვავდება, არსებობს მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესი. ვინც მზად იქნება, მისთვის გზა ხსნილია, იმას ბანკის მხარდაჭერაც ექნება და ა.შ.“, - აღნიშნა რაზმაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი