მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუძლებელია, ეკონომიკურ კრიზისს საქართველო მარტო გაუმკლავდეს - გიორგი გახარია

5ede0091758b1
ინგა მურუსიძე
08.06.20 13:10
876
შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს მარტო გაუმკლავდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა დამოკიდებულია გლობალურ ტენდენციებზე.

„ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის ეს მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა. ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებულად ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს ბუნებაში შეუძლებელია. ისევე როგორც ცალკე აღებული ვერცერთი ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს ვერ დაამარცხებს. ჩვენი ამოცანა არის რისკების და ვირუსის გავრცელების კონტროლი - ეს არის ერთადერთი, რისი გაკეთებაც ცალკე აღებულ სახელმწიფოს შეუძლია. საზღვრების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა, მკურნალობა - ეს არის ის, რაც შეგვიძლია, სხვა ყველაფერი არის ილუზია, შეუძლებელი. ზუსტად იგივე არის ეკონომიკაშიც. ცალკე აღებული ქვეყანა, მით უმეტეს ჩვენი ზომის ეკონომიკა, შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ შეუძლებელია საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდება მარტო. აქაც გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.