მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეუძლებელია, ერთმა ინვესტორმა განავითაროს ქვეყანა, თუნდაც მთელი სამყაროს ფული ჰქონდეს"

5dce62d74b59c
ანუკა ჯოხაძე
15.11.19 12:31
1361
“შეუძლებელია, ერთმა ინვესტორმა განავითაროს ქვეყანა, თუნდაც მთელი სამყაროს ფული ჰქონდეს”,- ეს განცხადება ბადრი ჯაფარიძემ “საქმიანი დილის” ეთერში გააკეთა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მმართველ გუნდს სჯერა, რომ ერთი მილიარდერი, რომელიც ქვეყანაშია, ბევრ პრობლემას გადაწყვეტს.

მისი შეფასებით კი, პირიქით, ეს დამატებით არაერთ პრობლემას აჩენს. საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ ქვეყანას განვითარებისთვის კონკურენტული გარემო და “კვალიფიციური ინვესტორები” სჭირდება.

“დღევანდელი მმართველი გუნდის მენტალობის პრობლემაა, რომ თუ ინვესტორი არ შემოვა ან თუ გავა, ჩვენ ხომ გვყავს ერთი ინვესტორი, რომელსაც აქვს ამდენი მილიარდი. ეს სრულიად აბსურდული მოლოდინი არის შემდეგ განმსაზღვრელი იმ შეცდომებისა, რომელსაც უშვებენ; იმიტომ, რომ შეუძლებელია, ერთმა ინვესტორმა თუნდაც მთელი სამყაროს ფული ჰქონდეს, განავითაროს ქვეყანა.

ქვეყანა ვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის კონკურენტული გარემო, თუ არსებობობენ კვალიფიციური ინვესტორები, რომლებიც “ფულის მქონე” ადამიანებისგან განსხვავდებიან. კვალიფიციური ინვესტორი აბანდებს ფულს სხვადასხვა ქვეყანაში, მას აქვს ის სტანდარტები, რომლებიც ამ კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს. შესაბამისად, ეს კომპანიაც წესრიგდება და იმაღლებს ბიზნესის კეთების კულტურას და ა.შ.”-ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე.