მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუძლია თუ არა პურის მწარმოებლებს და მეფრინველეობის დარგს ჩვეულ რეჟიში მუშაობა?

5e836a47dc098
BM.GE
31.03.20 20:15
1282
შეუძლიათ თუ არა პურის მწარმოებლებს და მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებს “კომენდატის საათის” ფარგლებში ჩვეულ რეჟიში მუშაობა? - ამ კითხვით BM.GE რამდენიმე კერძო სექტორის წარმომადგენელმა მიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, პურის მწარმოებლებს მუშაობა 24-საათიან რეჟიმში შეუძლიათ, ისევე როგორც მეფირნველეობის დარგსაც, თუმცა, გადაადგილების მხრივ, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებისთვის 21 საათიდან 6 საათამდე შეზღუდვები მათზეც ვრცელდება. შეზღუდვები ვრცელდება ასევე სადისტრიბუციო მაქანებზეც.

შეგახსენებთ: საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში 18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება.

ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი.

როგორც დადგენილებაშია განმარტებული, ეს საქმიანობებია:
ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოება;
გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობა;
დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება;
ე) კომერციული ბანკების საქმიანობა;
ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობა;
თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობა;
ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა;
კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაცია;
ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება/დისტრიბუცია/რეალიზაცია;
მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურება;
ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
პ) კერძო დაცვითი საქმიანობა;
ჟ) საადვოკატო საქმიანობა;
რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობა;
ს) პრესის ჯიხურები.