მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ანაკლიის პორტის აშენება?

5e1711ee56035
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.20 09:50
1570
"სახელმწიფოს მენეჯმენტი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ძალიან სუსტია", - ამის შესახებ გადაცემა "საქმის კურსში" "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა სახელმწიფოს მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის შესაძლებლობის განხილვისას განაცხადა.

პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ მსხვილი ინვესტორები ისეთ პროექტში, როგორიც ანაკლიის პორტია, არ შემოვლენ, ხოლო პორტის მშენებლობის მეორე ვერსიად სახელმწიფოს რჩება - თავად დაასრულოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები.

"პრაქტიკულად წარმოუდგენელია ისეთი დონის ტენდერში, სადაც "კონტი ჯგუფი" და სხვა ამერიკული, ძალიან ძლიერი სამშენებლო და გადამზიდავი კომპანიები იყვნენ ჩართულნი, იქ სხვა, ასე ვთქვათ, ტევადი და ევროპაში განთქმული კომპანია შემოვიდეს.

მეორე არგუმენტიც არის, რომ თუ იმ გზით წავა სახელმწიფო, რომ მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებიდან აიღებს დაახლოებით 600 მლნ დოლარს, არა ისე, რომ სახელმწიფომ იკისროს თავის თავზე, არამედ არის მეორე მოდელი, როგორც ჩვენ საავტომობილო გზებს ვაშენებთ, დაახლოებით იმ მოდელით თუ განახორციელებს სახელმწიფო, მე არ მახსენდება სახელმწიფოს მიერ წარმატებით განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. მე შემიძლია ჩამოვთვალო 4 მნიშვნელოვანი პროექტი, ვერც ერთი ვერ განახორციელდა, ანუ სახელმწიფოს მენეჯმენტი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ძალიან სუსტია, თუნდაც ლოგისტიკური ცენტრები - 150 მლნ დოლარი, გაურკვეველია; აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანი - 56%-ია მხოლოდ შესრულებული, 15 წელია მშენებლობა მიმდინარეობს; ბაქო-თბილისი-ყარსი დაუსრულებელი პროექტია, 15 წელია მიმდინარეობს მშენებლობა. შემოვლითი რკინიგზა, 2016 წელს პრემიერის დაპირება იყო, რომ სხვა ოფცია გააჩნია და შეცვლიდა ამ პროექტის მოდიფიკაციას, დღეს ის გაუქმებულია", - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.