მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუკვეთე წინასწარ Samsung Galaxy S21 სერია, დღეიდან უკვე მაღაზიებშიც (R)

6017b688bfa01
BM.GE
01.02.21 12:10
2081
"სამსუნგის" უახლესი ფლაგმანების Galaxy S21 | S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთების დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მოხსნილი შეზღუდვებიდან გამომდინარე, უკვე დღეს თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებს და ადგილზე მიიღოთ პირველი შთაბეჭდილებები ახალი სმარტფონებისგან. მაღაზიებში, ისევე როგორც მათ ვებ-გვერდებსა და ქოლ-ცენტრების საშუალებით, შეგიძლიათ გააფორმოთ წინასწარი შეკვეთა 5 თებერვლამდე და მიიღოთ უუუამრავი საჩუქრები:

რატომ უნდა იჩქარო და შეუკვეთო ახლავე?

Galaxy S21 და S21+ მოდელის წინასწარი შეკვეთისას თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ Samsung-ის უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds Live, რაც თქვენს ყოველდღიურობას შესანიშნავი ჟღერადობით გაალამაზებს. ხოლო, ის ვინც შუკვეთავს Galaxy S21 Ultra მოდელს, მიიღებს უახლეს Galaxy Buds Pro-ს, რომელიც თავისი განახლებულლი ფორმითა და ახალი ინოვაციური ფუნქციებით, ახალი დონის გამოცდილებას მოგანიჭებთ.

სამივე მოდელის წინასწარი შეკვეთისას საჩუქრად გადმოგეცემათ უსაზღვრო ეკრანის 1 წლიანი გარანტია და ასევე, სმარტფონის საგარანტიო მომსახურება ჯამში 2 წლის ვადით. პრე-ორდერის პერიოდში მოქმედებს Trade In აქციაც, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ საკუთარი ძველი სმარტფონი ჩაანაცვლოთ ახლით და მიიღოთ ფასდაკლება (მინიმუმ 400 ლარიდან)

რა თქმა უნდა, საჩუქრები ამით არ სრულდება!

ნებისმიერი მოდელის წინასწარი შეკვეთისას თქვენ მიიღებთ Samsung-ის უახლეს გონიერ ტრეკერს Galaxy Smart Tag-ს. . Smart Tag შეგიძლიათ მიამაგროთ თქვენი ბინის ან ავტომობილის გასაღებს, ან თუნდაც ჩამოკიდოთ თქვენი უსაყვარლეს შინაურ ცხოველის საყელურზე და სხვა ნებისმიერ ნივთზე (ჩანთა, საფულე, ველოსიპედი...) რომელიც თქვენთვის ძვირფასია. შედეგად შესაძლებელია ნივთის ადგიმლდებარეობის დადგენა სმართ თეგის ლოკაციის ნახვით. ის აღჭურვილია Bluetooth 5.0 LE ანტენით რომლის საშუალებითაც ხდება მისი ადგიმდებარეობის აღმოჩენა როგორც offline, ისე online რეჟიმში.

რა უნდა ვიცოდეთ კიდე?

საქართველოში Galaxy S21 და S21+ ხელმისაწვდომი იქნება 128GB შიდა და 8GB ოპერატიული მეხსიერებით. მოდელებში წარმოდგენილია სამმაგი მთავარი კამერა და 4000/4800 mAh ელემენტი.

რაც შეეხება Galaxy S21 Ultra-ს, იგი სერიის ყველაზე მძლავრი და ინოვაციებით დატვირთული მოწყობილობაა. მასში ყველა სიახლე და მახასიათებელი სხვადასხცა ტექნოლოგიების განვითარების უმაღლესი საფეხურის კრებულს წარმოადგენს. ვხვდებით განახლებულ დიზაინს, პროფესიონალური დონის კამერებს საოცარი ტექნიკური მახასიათებლებით და მდიდარი ფუქნციონალით. Galaxy S21 Ultra არის პირველი S სერიის სმარტფონი, რომელსაც აქვს S Pen-ის მხარდაჭერა. იგი აღჭურვილია მობილურ მოწყობილობებში არსებული უმძლავრესი 5nm არქიტექტურის პროცესორით( Exynos 2100), 12GB (LPDDR5) ოპერატიული მეხსიერებითა და 256GB (UFS 3.1) შიდა მეხსიერების ტანდემით.

გვინდა შეგახსენოთ, რომ Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. რადგან ჰოლოგრამა გიცავთ, და გასაჩუქრებთ!