23.ოქტომბერი .2020 18:19

შეუმცირდებათ თუ არა მძღოლებს ხელფასი ანაზღაურების ახალი წესის გამო - კომპანიის განმარტება

შეუმცირდებათ თუ არა მძღოლებს ხელფასი ანაზღაურების ახალი წესის გამო -  კომპანიის განმარტება
views 414
უკან

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურების არსებული წესი იცვლება და ნაცვლად გამომუშავების სისტემისა, მძღოლები ყოველთვიურად ფიქსირებულ ხელფასს აიღებენ, რომელსაც „თბილისის მიკროავტობუსი" გადაიხდის.

ახალმა წესმა, ბუნებრივია, გააჩინა კითხვა - ხომ არ შეუმცირდებათ მძღოლებს ხელფასები? - დამსაქმებელ კომპანიაში ამტკიცებენ, რომ - არა. 

"თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენელი ნათია მიქიაშვილი ამბობს, რომ მძღოლების ფიქსირებული ხელფასის დასახელება არ შეუძლია, ვინაიდან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ირწმუნება, რომ ხელფასები "იმავე ფინანსურ ზოლში იქნება, რომელშიც აქამდე იყო".

მისივე თქმით, არც მძღოლების რაოდენობის შემცირება იგეგმება.

"მძღოლებს ხელფასები არ აკლდებათ და არცერთი მძღოლი არ დარჩება უსამსახუროდ - ეს არის მთავარი. იქნება სარეზერვო ცვლები ანუ მძღოლები ერთმანეთს შეენაცვლებიან, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა ის მძღოლი, რომელიც აქამდე დასაქმებული იყო, შევინარჩუნოთ კომპანიაში. გარდა ამისა, ასეთი ტიპის ფინანსური სისტემა აადვილებს მუშაობას, როგორც მძღოლისთვის, ისე - კომპანიისთვის, რადგან აღარ იქნება ის გადატვირთულობა, როგორიც აქამდე იყო", - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

რაც შეეხება GPS სისტემას, რომელიც მიკროავტობუსებში დამონტაჟდება და სიჩქარეს გააკონტროლებს, კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს სისტემა ახლაცაა, თუმცა იქვე იმასაც აღიარებს, რომ ზოგიერთი GPS სისტემა ამორტიზებულია.

მისივე ინფორმაციით, ახალი GPS სისტემების დამონტაჟების ხარჯს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" გაიღებს, მაგრამ ჯამურ თანხას ვერ ასახელებს.

"ჩვენს მიკროავტობუსებში აქამდეც არსებობდა GPS სისტემები და ისედაც ვაკონტროლებთ ყველა მიკროავტობუსს, თუ სად დადის, თუმცა მერიის მიერ შემოთავაზებული ახალი სატრანსპორტო სისტემა გააადვილებს მიკროავტობუსების დროულად და გრაფიკის მიხედვით მოძრაობასაც", - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

რა იცვლება მიკროატობუსებთან დაკავშირებით?

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა