20.დეკემბერი .2019 21:19

შევარჩიეთ დაახლოებით 30 პროექტი - თურნავა საინვესტიციო პროექტებზე

views 233
უკან

„ჩვენ ამდრომდე გვქონდა უფრო მეტად გამოხატული დარგობრივი მიდგომა საინვესტიციო პროგრამების მიმართ. წელს, განვაცხადეთ რომ მაქსიმალურად გადავერთვებით უკვე რეგიონულ ჭრილში, რეგიონული მიდგომა და დარგობრივი ერთმანეთთან სინერგიაში რომ იყოს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის უწყებამ სპეციალური საინვესტიციო დეპარტამენტი შექმნა, რომელიც საინვესტიციო პროგრამების შემუშავებით არის დაკავებული.

„დაეგზავნა კითხავრი ყველა გუბერნატორს. მივიღეთ იქიდან 150-მდე სხვადასხვა პროექტი, ნაწილი პროექტების არის სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენი კოლეგები - ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით. ნაწილი პროექტებისა არის ისეთი, რომელიც ან კერძო საჯარო თანამშრომლობით შეიძლება განხორციელდეს ან კერძო ინვესტორის მოზიდვას საჭიროებს პრივატიზების გზით ან რომელიმე სხვა ჩვენი პროგრამის გამოყენებით.

შევარჩიეთ დაახლოებით 30 ასეთი პროექტი და გავაგრძელებთ მუშაობს კონკრეტულად ამ პროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.