დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეპიდემიოლოგები ბიზნეს-სექტორის, ძირითადად, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ხვდებიან. მთავარი თემა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნაა. შეხვედრას NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრება, თუმცა იქამდე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს - იქნება თუ არა გათვალისწინებული ბიზნესის მოთხოვნები, რაზეც ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ „შედის მათ მდგომარეობაში“, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარება მრავალი ინდიკატორით ფასდება, რის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ეპიდსიტუაციის ან ჯანდაცვის სისტემის შეფასებისას ერთი ინდიკატორი არასდროს გამოიყენება. არსებობს ე.წ. მრავალინდიკატორული შეფასება, რომელსაც ვეყრდნობით - ჯანდაცვის სისტემის და ეპიდსიტუაციის განვითარება, 4%-იანი ინდიკატორი, 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევები, ჰოსპიტალური დატვირთვა, ინტენსიური და რეანიმაციულ სექტორის დატვირთვა - ამ ყველაფრით ფასდება და მიიღება გადაწყვეტილებები. მესმის ძალიან კარგად და შევდივარ მათ მდგომარეობაში, მაგრამ ამოსავალი წერტილი არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რომ შემთხვევათა რაოდენობამ უცებ მოიმატოს და ისევ შეზღუდვები დაგვჭირდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მდგომარეობა რთულია და ამ პერიოდში ოქროს შუალედის მოძებნა დანის წვერზე სიარულს ჰგავს.
„პანდემიების დროს მთავარი ღონისძიება შეზღუდვების დაწესებაა - ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომელსაც ადამის და ევას დროიდან იყენებდა კაცობრიობა; იყო შავი ჭირი, დიფტერია, ყვავილი და ა.შ. ამიტომ ჩვენ დავდივართ დანის პირზე და ოქროს შუალედი უნდა იყოს ნანახი. ერთი მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, ნაკლები წნეხი ბიზნესზე“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი