16.სექტემბერი .2021 23:40

„შევეცდებით საჯარო და კერძო ინტერესები დაბალანსებული იყოს" - მამუკა სალუქვაძე ბათუმის გენგეგმაზე

„შევეცდებით საჯარო და კერძო ინტერესები დაბალანსებული იყოს" - მამუკა სალუქვაძე ბათუმის გენგეგმაზე
views 161
უკან

2019 წელს ბათუმში სამშენებლო ნებართვა 2 მლნ კვ მეტრზეა გაცემული. მიმდინარე წლის განმავლობაში კი მეოთხე კლასის, ანუ მაღალსართულიან მშენებლობაზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არცერთი ნებართვა არ გაუცია - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში ბათუმის გენგეგმის შექმნაზე გამარჯვებული კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არსებული შენობებისა და გაცემული ნებართვების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს, რის შემდეგაც მისი ურბანულ განვითარებასთან კავშირი შეფასდება.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ რომ როგორც თბილისში, ისე ბათუმში საჯარო და კერძო ინტერესები იყოს დაბალანსებული, ცხადია ეს 50-50%-ზე ეს ვერ მოხერხდება, საჯარო ინტერესებს უფრო წინ დავაყენებთ სადაც ამის აუცილებლობა იქნება, თუმცა მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება. პროცესის რეგულაცია და მოწესრიგება თავად ინვესტორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათაც უნდა იცოდნენ, რომ როცა რაღაცას ააშენებენ, წინ მეორეს არ ჩაუდგამენ.

ისტორიული ქალაქის ტერიტორიაზე ახლაც კი ე.წ. უკანონო მშენებლობებზეა საუბარი, სრულიად გაუგებარია ეს როგორ ხდება, თუმცა ამგვარი ფაქტები არის და ამის შესწავლასაც დავიწყებთ. ბულვართან დაკავშირებით არსებულ საზღვრებსაც შევისწავლით და დავაზუსტებთ.

მარტივი გასეირნება არ იქნება, საკმაოდ რთული პროცესი იქნება, თუმცა საინტერესო. ის გუნდი, რომელიც შევკრიბეთ ძალიან დაბალანსებული იქნება, ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები იქნებიან ჩვენთან ერთად. ამ ეტაპზე დაწყებული გვაქვს კვლევითი სამუშაოები სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით, მოხდება მისი შეჯერება და ამის მერე გადავალთ ხედვის ნაწილზე.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანიის დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ.

„სითი ინსტიტუტმა“ ბათუმის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 16 აგვისტოს დაიწყო. სამუშაოები რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ის 1.5 წელში უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა