მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევთანხმდით სავაჭრო ცენტრებში ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დანერგვის ვადებზე - ბიზნესომბუდსმენი

5ebe6b75c2910
BM.GE
15.05.20 14:13
990
ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარატამენტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს აგრძელებენ.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დიდი მოლების წარმომადგენლებთან სავაჭრო ცენტრების გახსნასთან დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეკომენდაციები განიხილეს.

შეხვედრას "თბილისი მოლის", "ისთ ფოინთის", "სითი მოლის" და "თბილისი გალერიას" ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

"ვაგრძელებთ სექტორულ შეხვედრებს ბიზნესთან. დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისის მსხვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სავაჭრო ცენტრებისთვის შემუშავებული სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ობიექტების გახსნისთვის სავალდებულოა. ბიზნესის შენიშვნები შემუშავებულ რეგუალციებში გათვალისწინებულია და რეგულაციების არსებით ნაწილზე შეთანხმება შედგა. ასევე, შევთანხმდით სავაჭრო ცენტრებში ახალი ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დანერგვის ვადებზე და იმედი გვაქს, რომ დროულად მოხერხდება აღნიშნული სექტორის გახსნა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.