მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევუწყვიტოთ ხელფასი მთავრობის წევრებს და ნახავთ, რა სწრაფად გახსნიან ქვეყანას - ფადი ასლი

5f0458460288f
თამთა ჯიჯავაძე
07.07.20 14:56
4274
"ქვეყნის ჩაკეტილად დატოვება სრულად გაანადგურებს ჩვენს ეკონომიკას, რომლის მშპ-ის მთავარი კომპონენტი არის ტურიზმი”, - ამის შესახებ bm.ge-ის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიმ საერთაშორისო საზღვრების გახსნის კომენტირებისას განუცხადა.

„ვფიქრობ, ფრენები უნდა აღდგეს ყველასთვის, ბიზნეს ვიზიტორებისთვისაც, ქართველებისთვისაც, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, ტურისტებისთვის და ა.შ. რას ელოდება მთავრობა რომ გახსნას საზღვრები? ვაქცინას? ადამიანები შიმშილით დაიხოცებიან მანამ, ვიდრე ვაქცინას გამოიგონებენ“, – ამბობს ის.

ფადი ასლის თქმით, საზღვრების გახსნამ და ტურისტების შემოშვებამ შესაძლოა ეკონომიკური დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ვერ შეძლოს, თუმცა რამდენიმე ათას ტურისტს შეუძლია გადაარჩინოს რამდენიმე ასეული მცირე ბიზნესი.

„მათი ცხოვრებაც ახლა ბეწვზე ჰკიდია, რომლებიც ერთ თვეში დაიხურებიან ან გაკოტრდებიან. თუმცა, ამას რა თქმა უნდა, მთავრობის წარმომადგენლები - დაცული და გარანტირებული ხელფასებით და სამუშაო ადგილებით, ვერ ხვდებიან. აბა შევუწყვიტოთ ხელფასები მთავრობის წევრებს და თქვენ გაოცებული დარჩებით, როგორ სწრაფად გახსნიან ისინი ქვეყანას“, – აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ როგორც ჩანს, მთავრობა სრულიად მოწყვეტილია რეალობას.

ცნობისთვის: არსებული ინფორმაციით, საქართველო საზღვრებს ივლისის ბოლომდე არ ხსნის, თუმცა არც ესაა დაზუსტებული თარიღი.

რაც არ უნდა სისულელედ მოგეჩვენოთ, ფრენების გახსნა მოიტანს ეკონომიკურ ზარალს - ფინანსთა მინისტრი