მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შევხვდით ასობით კომპანიას" - ციფრული ლარის პროექტისთვის განაცხადების მიღება დასრულდა

63ededcd0115c
ინგა მურუსიძე
16.02.23 12:55
3710
საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეორე წელია ციფრული ლარის პროექტის დანერგვაზე მუშაობს. ეროვნულმა ბანკმა გუშინ დაასრულა კომპანიების მოწვევას, იმისთვის, რათა ისინი ციფრული ლარის შექმნის და CBDC ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში ჩაერთონ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა ამბობს, რომ დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო და შესაბამისად, განაცხადი ბევრია.

„შევხვდით ასობით კომპანიას, რომელიც ამ პროექტით დაინტერესდა, ახლა შევიმუშავებთ იმ კომპანიების მოკლე სიას, ვისთანაც გავაგრძელებთ კონკურსის მომდევნო ეტაპზე მუშაობას. კომპანიებს დაეგზავნებათ პროექტის ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაციას, რომ მოამზადოთ თავიანთი შეთავაზებები. მოხდება ამ შეთავაზებებიდან საუკეთესოს არჩევა“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ და განმარტა, რომ კომპანიებს შორის არიან როგორც უცხოელი, ისე ქართული კომპანიები.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ ახლა საუბარია ერთი კომპანიის შერჩევაზე, რომელიც ციფრული ლარის სისტემას შექმნის, თუმცა „მთლიან ღირებულებათა ჯაჭვში მნიშვნელოვანია, რომ სტეიკ-ჰოლდერები ჩაერთონ, მათ შორის ბანკები, ფინტექ-კომპანიები და ა.შ."

პაპუნა ლეჟავას ინფორმაციით, დაინტერესებულ მხარეებთან ბევრი შეხვედრა გაიმართა და იმედი აქვს, რომ დაინტერესება მეტი იქნება.

კითხვაზე, რას მოუტანს ციფრული ლარის დანერგვა საქართველოს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ასე პასუხობს: „თეორიულად, ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ციფრულ ლარს. სხვადასხვა ცენტრალური ბანკი სხვადასხვა მიზნით ახორციელებს ამ პროექტს, ზოგს აქვს ქვეყნის უკეთესად დაფარვის მიზანი, ზოგს "ქეშის" დისტრიბუციის მოგვარება სურს და ა.შ. ჩვენთან ეს პრობლემები არ დგას. ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ პლატფორმა, რომელიც იქნება ტექნოლოგიურად უფრო მეგობრული, იქნება ფული, რომელიც დაპროგრამდება და ამ პლატფორმას უნდა დააშენდეს სხვადასხვა დონეზე მოთამაშეები ფინანსური ტექნოლოგიების სფეროდან. ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ შეიქმნას ტექნოლოგიური ფული, რომლის დაპროგრამებასაც შეძლებენ კომპანიები და შექმნიან ახალ ინოვაციურ პროდუქტებს“.