მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეწყდება თუ არა იტალიაში ფრენები? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება

5e53a09224562
ინგა მურუსიძე
24.02.20 14:09
1527
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ფრენების მიმართულებით ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა იტალიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა.

მედია დაინტერესდა, ვირუსის გავრცელების გამო შესაძლოა, თუ არა ირანთან ერთად ფრენები შეწყდეს იტალიასთანაც.

„მსგავსი საკითხები განიხილება კომპლექსურად. იტალიაში სახეზეა გახსნილობა და ქვეყანა თავის შიგნით შეზღუდვის მაღალი სანდოობის ღონისძიებებს ატარებს. იმ ადგილებში, სადაც შემთხვევები დაფიქსირდა, იტალიამ ჩაატარა ის ღონისძიებები, რაც ჩინეთმა ჩაატარა უხანთან მიმართებაში. ამიტომ მაღალი ალბათობით ეპიდემიის შეკავება მოხდება. ეს არის ის მოცემულობა, რაც დღეისთვის გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ მოვლენათა განვითარებას და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გუშინ ფიზიკური პირებისთვის ირანთან საჰაერო საზღვარი ჩაკეტა.