მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეხვდა თუ არა რუსი ოლიგარქის წარმომადგენელი ღარიბაშვილს? - წულუკიანის პასუხი

6267e3b54a605
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.22 16:43
595
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსი ოლიგაქრის, ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვის წარმომადგენლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ "ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი".

შეხვედრის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრი ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებას იმეორებს და ამბობს, რომ რუსი ბიზნესმენის წარმომადგენელსა და საქართველოს პრემიერს შორის შეხვედრა არ შემდგარა.


„დავით ხიდაშელის განცხადებიდან ირკვევა, რომ ამ ურთიერთოებების მონაწილეა ბატონ ევტუშენკოვთან და შუამავლობდა იმისთვის, რომ მოცემული ბიზნესმენი საქართველოში სხვადასხვა წრეებს დაკავშირებოდა. ასევე დავით ხიდაშელი ამბობს, რომ პრემიერთან ეს შეხვედრა არ შემდგარა და ეს ბიზნესმენი ბიზნესწრეებთან გადამისამართდა, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება“, - განაცხადა წულუკიანმა.

სანქცირებული ოლიგარქი თავისი წარმომადგენლის და ღარიბაშვილის შეხვედრას ადასტურებს

“ალი უზდენოვთან ერთად გავმართე შეხვედრები” - დავით ხიდაშელი