მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეხვედრა სააგენტოს ბენეფიციართან - შპს „ფორმულა კონსტრაქშენი"

6093e2c6745fb
BM.GE
06.05.21 16:34
550
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად მშრალი ნაზავების და წებოცემენტის მწარმოებელი ქარხანა - "ფორმულა კონსტრაქშენი" მოინახულა.

სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ ახალი საწარმოს აშენება შეძლო, აღიჭურვა უახლესი მანქანა-დანადგარებით და ულტრა-თანამედროვე ლაბორატორიით. შესაბამისად, გაიზარდა წარმოების მოცულობა და ხარისხი.

ამ ეტაპზე კომპანიაში 30 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ჯამური ინვესტიცია 5 მლნ. ლარს შეადგენს.

"ფორმულა კონსტრაქშენმა" სწრაფად მოახდინა ბაზრის წილის ათვისება და საკუთარი პოზიციების გამყარება ადგილობრივ ბაზარზე. იგი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან: კოკა-კოლა, მაკდონალდსი, მერსედეს-ბენც ჯორჯია, ტოიოტა თბილისი, ლექსუს ჯორჯია, დომუს დეველოპმენტი, ორბი ჯგუფი, ჯი-ემ-ჯი და სხვები.

შპს „ფორმულა კონსტრაქშენი“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წლის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.