გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდნენ. სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე ასოციაციების წარმომადგენლები უწყების ხელმძღვანელს დარგში არსებულ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ.
შეხვედრას ესწრებოდა მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილიც. როგორც გონაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მათ მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს შორის კვლავ ცხვრის გადასარეკი ბილიკების გამოყოფა, მუშახელის დეფიციტი და პროდუქტიულობის გაზრდისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა დასახელდა.
‘“წელიწადში ერთხელ გაფართოებული შეხვედრა გვაქვს ყველა ასოციაციის დონეზე, სადაც ყველა დარგობრივ საკითხებზე გვაქვს წინადადებები და სიტუაციის გაზიარება, თუმცა მიმაჩნია, რომ მეტად არის საჭირო ასეთ შეხვედრებზე გადაწყვეტის გზებიც იყოს წარმოდგენილი. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობაშია ორი მიმართულებით გადაწყვეტას საჭიროებს ან ტექნიკურ, ან ბიუროკრატიულ დონეზე, რაც დაკავშირებულია ბიუჯეტთან ან კანონმდებლობის ცვლილებასთან.
მეცხვარეთა ასოციაციამ კვლავ ცხვრის გადასარეკი ტრასები წარადგინა ერთ-ერთ საკითხად რომელიც მუშაობს, თუმცა მეტი ტემპია საჭირო და მეტი ღონისძიებებია გასატარებელი რადგან სამ თვეში ჩვენ ისევ გადარეკვა გვიწევს და ამ პრობლემურ მონაკვეთებზე არის გადაწყვეტილებები მისაღები რას როგორ ვაკეთებთ.
მეორე არის ზოგადი პრობლემა რასაც ყველა ვეჩეხებით, ეს არის პროფესიონალი კადრების სიმწირე. რა თქმა უნდა ბოლო წლებში ეს არის მუშახელის პრობლემაც, ფიზიკურად არ არის, ამის გადაწყვეტის გზებსაც ჩვენი მიმართულებით ვთავაზობთ. მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს პროდუქტიულობის გაზრდა, სხვანაირად თანამედროვე მიდგომებს ფეხს ვერ ავუწყობთ და უფრო არაეფექტურები ვიქნებით, წარმოება ძვირი და მუშახელის პრობლემა სულ იქნება.
ჩვენი გადმოსახედიდან ამ ნაწილში სახელმწიფოს ჩართვა შეიძლება იყოს სხვადასხვა ექსპერიმენტების „დასპონსორება,“ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლა, მოწვევა სპეციალისტების და საცდელად რამდენიმე პროექტის გაკეთება იმისთვის, რომ შემდეგ ფერმერებს ადვილად შეეძლოთ მისი გაზიარება. ძალიან ბევრი გარემოებაა განსხვავებული, სხვადასხვა რელიეფი, კლიმატი და დამახასიათებელი თვისებებია ამიტომ არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის მაგალითის გადმოკოპირება. ოპტიმალური ვერსიაა შესარჩევი, რომელიც ამა თუ იმ რეგიონისთვის უფრო მომგებიანი იქნება. ამაზეა სამუშაო, მითუმეტეს 2022 წლის ფასებიდან გამომდინარე ფერმერებისთვის, მეცხვარეებისთვის ძალიან რთულია რაიმე ექსპერიმენტში მიიღონ მონაწილეობა. ეს არ ტოვებს ისეთ მოგებას, რომ აქ ადამიანებმა ექსპერიმენტები ატარონ, ამიტომ საჭიროა სახელმწიფოს შემოსვლა.
წელს ერთ-ერთ ექსპერიმენტს ვახორციელებ, რომელიც ეხება ცხვრის მოწველას დანადგარით და ასევე ყველის დამზადებას მთაში, საველე პირობებში, ადგილზე იქნება მოწყობილი რძის გადამამუშავებელი მობილური ქარხანა ყველა სტანდარტის დაცვით. თუ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და დარწმუნებული ვარ გაამართლებს, მერე ეს შეიძლება სახელმწიფოსთვის კარგი საშუალება იყოს, რომ სხვა ფერმერები დააფინანსო ნაწილობრივად, ან გრანტით, რომ გაიზიარონ ჩემი მეურნეობის გამოცდილება,“ - განაცხადა გონაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო