ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ დღეს „არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ახალ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე“ მრგვალი მაგიდა მოიწვია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ეკონომიკური ატაშეები და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის დირექტორები ესწრებოდნენ.
EUGBC-ის გენერალურმა დირექტორმა ზვიად ჭუმბურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ შეხვედრით ბიზნეს საბჭო უკრაინას სოლიდარობის უცხადებს. შეხვედრის უმთავრესი მიზანი კი „არასანდო რუსული“ ბაზრის სხვა ბაზრებით ჩანაცვლებაა.
"დღეს მსოფლიოში ექსტრემალური ვითარებაა უკრაინაში ომთან დაკავშირებით. რას ვაკეთებთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მთელ მსოფლიოს შეეხება, ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს. ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო სრულ ინფორმაციას მიაწვდის ჩვენი კომპანიების მოთხოვნების შესახებ საელჩოებს და მათგან მივიღებთ ინფორმაციას თუ რა არის საჭირო ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტის შეუფერხებლად განხორციელებისთვის.
შეხვედრის მთავარი მიზანი ყველაზე არადაცული, არასანდო და დღეს ერთგვარად მოკვეთილი რუსული ბაზარი ჩანაცვლებაა ევროპული და რეგიონული ბაზრებით - ეს არის აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი და ევროატლანტიკური განზომილება, რათა რუსეთის ბაზრის გარეშე ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ ცხოვრება. ბიზნესმა უნდა იცხოვროს იმ მოტივაციით, რომ სახელმწიფო ევროპულ გზაზე უნდა განვითარდეს და არა პოსტსაბჭოთა გზაზე“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
კითხვაზე - რატომვერ მოხდა აქამდე რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება და დაგვიანებული ხომ არ არის ეს კომუნიკაცია, EUGBC-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ დღეს ბიზნესის წახალისება მნიშვნელოვანია.
„ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბევრი წამახალისებელი მექანიზმის ამოქმედება შეიძლებოდა, თუმცა ახლა ბიზნესს უნდა მივცეთ სტიმული, თუნდაც საგადასახადო კუთხით, ვინც ევროპასთან ითანამშრომლებს და წარმატებული თუნდაც იმპორტ-ექსპორტის შესაძლებლობა ექნება, წავახალისოთ. ასეთი თემები დადებითად იმუშავებს. ჩვენ თვითონ უნდა შევინახოთ და გადავარჩინოთ ქვეყანა“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება