მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეხვედრის შემდეგ განისაზღვრება რამდენად შესაძლებელია მედიაციის დაწყება“

60c463b64ade7
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.21 11:31
583
დღეს დილიდან საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მხარეების ჩართულობით მედიაციის პირველ შეხვედრას ატარებს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე რიონის ხეობის დამცველთა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მხარეები თავის მოთხოვნებს წარმოადგენენ და ამის შემდეგ გაირკვევა შესაძლებელია თუ არა მედიაციის პროცესის დაწყება. მან ის მოთხოვნებიც დაასახელა, რომელსაც მცველები მთავრობას უყენებენ.

„დღევანდელ დღეს ის მიზანი აქვს, რომ მხარეებმა თავისი პოზიციები დააყენონ და ამის შემდეგ განისაზღვრება რამდენად შესაძლებელია ზოგადად ამ მედიაციის პროცესის დაწყება. დღეს არ იწყება შინაარსობრივი განხილვები საკითხებთან დაკავშირებით.

ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში პრემიერის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გვქონდა მოთხოვნა, რომ შეწყვეტილიყო სამუშაო პროცესი და გასულიყვნენ საპოლიციო ძალები ხეობიდან, რის შემდეგაც შევიდოდით მათთან შინაარსობრივ საუბარში და გაიწერებოდა კალენდარი. მაშინ ამაზე ჩვენ ცალსახა უარი გვეთქვა, მაგრამ მას შემდეგ რაც პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჩაერთო.

ჩვენ გვინდა დაკმაყოფილდეს მინიმალური პირობა იმისთვის, რომ მშვიდობიან გარემოში საუბარი შევძლოთ. ამ ბარიკადების, დაკავებების გარემოში მშვიდობიანი საუბრებისთვის სივრცის შექმნა წარმოუდგენელია“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე თვეებია საზოგადოების ნაწილი ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მათი პროტესტის შედეგად, 9012 თვით მორატორიუმი გამოცხადდა კაშხლის მშენებლობაზე. მთავრობამ კი მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკუი გაერთიანება ჩართო.