შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მშობელები და ორსული ქალბატონები 2000 ლარიან დახმარებას მიიღებენ - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მან, მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზეც ისაუბრა და თქვა, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამებით ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა სრულად დაფინანსდება და ასევე გაიზარდა ძვლის ტვინის და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსებაც.
"განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო სიახლეები, რომლებიც წელს დაინერგა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. უკვე ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მშობელი და ორსული მიიღებს ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას. არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა როგორც თვალის ბადურას მძიმე დაავადებების შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლდამოკიდებული, ნარკოდამოკიდებული პირების მიმართ. მიმდინარე წელს გაიზარდა გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. 2022 წლის პირველი ნოემბრიდან სრულად ფინანსდება ონკოდაავადებების მკურნალობა. მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად სოციალური პროგრამები რჩება,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
გრძელდება უკვე არსებული პროგრამების განხორციელება და ამოქმედდა რიგი ახალი პროგრამები. მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით, თვალის ბადურას მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეების მკურნალობის დაფინანსება, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება.
გაიზარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. სრულად ფინანსდება ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა. 2023 წლიდან გაიზარდა სიმსივნური მედიკამენტების ნუსხა და წლიური ლიმიტი, ასევე, თითოეულ მომართვაზე დასაფინანსებელი თანხის ოდენობა და კომპიუტერული ტომოგრაფიული (PET/CT) კვლევის დაფინანსება.
დაფინანსება იზრდება როგორც ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობის, ასევე ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.
სოციალური პროგრამების ფარგლებში, გაიზარდა როგორც ბიუჯეტი, ასევე ბენეფიციართა რაოდენობა. ამოქმედდა რიგი ახალი პროგრამები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.
2023 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 4 მილიონი ლარით გაიზარდა და 33 235 000 ლარს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი