მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა“ - ვიცე-პრემიერი ზამთრის კურორტებზე

601bb6dd2142e
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.21 13:30
866
საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტების მიმართულებით შეზღუდვების არსებობა ჯერ კიდევ საჭიროა.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მაია ცქიტიშვილმა საერთაშორისო პრაქტიკა მოიშველია და განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები არათუ მსუბუქდება, არამედ ხანგრძლივდება.

„მოთხოვნა არის თითოეული ჩვენგანის მხრიდან, რომ აღარ გვინდა შეზღუდვების პირობებში ცხოვრება, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემია მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული. შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა და ზამთრის კურორტებთან მიმართებაში ვერ შემსუბუქდება.

რაც შეეხება კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, ვერც კერძო მესაკუთრეს ვერ ავუკრძალავთ საკუთარ ბინაში ჩასვლას და დასვენებას... შეზღუდვები არ არის მხოლოდ სასტუმროების მიმართულებით, უნდა გადაავლოთ თვალი სხვა ქვეყნების გამოცდილებას და ყველა ქვეყანაში, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზამთრის კურორტები არც ამ სეზონზე ფუნქციონირებენ. ნახავთ იმასაც, რომ შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე კი არ მსუბუქდება, არამედ ხანგრძლივდება, სადაც ზამთრის კურორტები ნამდვილად წარმოადგენენ იმ ქვეყნების ეკონომიკის დიდ ნაწილსაც“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.