მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვები პრაქტიკულად აღარ სრულდებოდა - ირაკლი გამყრელიძე

6214e14da8a85
ანუკა ჯოხაძე
22.02.22 17:23
1048
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 მარტიდან რეგულაციების ძირითადი ნაწილი იხსნება ან მსუბუქდება. საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოს ომიკრონის მე-6 ტალღა გადავლილი აქვს, რაც ქვეყანას აძლევს საფუძველს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე იფიქროს. საბჭოს წევრები არგუმენტად იყენებენ საერთაშორისო გამოცდილებასაც, სადაც შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე შემსუბუქდა ან გაუქმდა.

კლინიკა “Kid co”-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში რეგულაციების აღსრულება და კონტროლი ბოლო პერიოდში ისედაც აღარ ხდებოდა, რაც მათ არსებობას აზრს უკარგავდა. შესაბამისად, მისი თქმით, დღეს მათი მოხსნა აღარაფერს წყვეტდა.

“საზოგადოების ქცევა ძალიან მოდუნდა, შესაბამისად, ის შეზღუდვები, რომელიც იურიდიულად არსებობდა, პრაქტიკულად აღსრულების კუთხით დიდწილად უკანა მხარეს გადავიდა. შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობა რეგულაციებს აღარც იცავდა. ალბათ ესეც იყო მიზეზი, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ დღეს რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. რეგულაცია, რომელიც არსებობს და არ არის შესრულებული, არანაირი ეფექტს არ იძლევა, ამიტომ უმჯობესია, რაღაც ახალზე გავაკეთოთ აქცენტი, მაგალითად ვაქცინაციაზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში დღესაც მთავარი იარაღია”, - ამბობს კლინიკა “Kid co” გენერალური დირექტორი ირაკლი გამყრელიძე.