მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვები რეგულარულ ავიარეისებზეც გახანგრძლივდა - ფრენები 10 მაისამდე აიკრძალა

5e9848d098691
BM.GE
16.04.20 15:05
981
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და ამ ეტაპზე 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით მოქმედებს.

მისივე ცნობით, ამის შესახებ უწყებამ უკვე შეატყობინა იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ.

"რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ ოფიციალური წყაროების მეშვეობით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ", - ნათქვამია განცხადებაში.