მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სატრანსპორტო მიმოსვლას შეეხო

5e79e178e5b9e
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 15:30
2178
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მთავრობის მეთაურის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იმ შეზღუდვებსა და გამონაკლისებზე ისაუბრა, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ჩამოთვლილის გარდა, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიებზე სხვა დამატებითი შეზღუდვებიც არის დაწესებული.

„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა - საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო; ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს.

ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით.

თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა: M2 კატეგორიის (სამარშრუტო ტაქსი) ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა.

აღნიშული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.