მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვები უნდა მოვხსნათ, მაგრამ ზედმეტი არ მოგვივიდეს - თენგიზ ცერცვაძე

60ca04d8baa5a
ინგა მურუსიძე
16.06.21 18:06
1974
"თუ გარდაცვალების და ინფიცირების რიცხვს მინიმუმამდე დავიყვანთ, შესაძლოა, ღია სივრცეში პირბადის ტარების შეზღუდვა მოიხსნას", - როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, აღნიშნული საკითხი განიხილება.

სხვა შეზღუდვების მოხსნას რაც შეეხება, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოიხსნა, გარდა "კომენდანტის საათისა", მაშინ როცა ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩა შეზღუდვები.

"პირველმა სწორედ საქართველომ დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება და ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ადამიანები შეწუხდნენ, უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია. კლინიკური სექტორიც მთლიანად მზად არის, რომ ცალკეული შემთხვევები, რომლებიც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება, მართოს.

პაციენტების ნაკადების მართვა ახლაც საათივით არის აწყობილი, მაგრამ მეოთხე ტალღა იქნება თუ - არა, ეს სრულად არის დამოკიდებული რეგულაციების შესრულებაზე. თუ ინდური შტამი გავრცელდა, შესაძლოა, ეს დააჩქაროს, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ პირბადე, რომელიც ყველა შტამს თანაბრად შველის. თუ შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანეთ, შესაძლოა, ღია სივრცეში შემსუბუქდეს პირბადის ტარების საკითხი, მაგრამ დახურულ სივრცეში ჯერ არავის მოუხსნია ეს შეზღუდვა", - განაცხადა ცერცვაძემ.